აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, სამ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, სამ პირს სანქციები დაუწესა.
სანქცირებული პირები არიან რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორ ვალერი ბოარინევი და ამავე უწყების თანამდებობის პირები – იგორ რაკიტინი და ვადიმ კალინინი. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ზედამხედველობდნენ იმ კოლონიას, რომელშიც პატიმრობას ალექსეი ნავალნი იხდიდა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“ და ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სანქციები კიდევ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო