არქივი24 თებერვალი, 2024, 11:39
აშშ-ის სახდეპმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო 3 პირს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო 3 პირს სანქციები დაუწესა.
სანქციები შეეხო რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორ ვალერი ბოარინევს და ამავე უწყების თანამშრომლებს – იგორ რაკიტინს და ვადიმ კალინინს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ზედამხედველობდნენ იმ კოლონიას, რომელშიც პატიმრობას ალექსეი ნავალნი იხდიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.