აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველსაყოფად უკრაინისთვის 138 მილიონი დოლარი გამოყო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველსაყოფად უკრაინისთვის 138 მილიონი დოლარი გამოყო.
„უკრაინას რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან და რუსული ძალების საჰაერო შესაძლებლობებისგან დასაცავად თავისი თავდაცვისუნარიანობის სასწრაფოდ გაძლიერება სჭირდება”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხა Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას და მათ სარემონტო მომსახურებას მოხმარდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, Hawk-ის სისტემების შენარჩუნება უკრაინის ძალისხმევას, რომ მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვას, კიდევ უფრო გააძლიერებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.