ევროპარლამენტის წევრი – პარლამენტი ბიუჯეტის გამოყოფაზე უარს ამბობს იქამდე, ვიდრე ევროპული საბჭო უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს

ევროპარლამენტი ბიუჯეტის შესახებ გადაწყვეტილებას იქამდე არ მიიღებს, სანამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინას უფრო მეტ Patriot-ის სისტემას არ გადასცემენ.
ევროპარლამენტის წევრმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გი ვერჰოფსტადტმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგიდან იქამდე ამოიღონ, სანამ წევრი სახელმწიფოები შვიდ Patriot-ის სისტემას არ იპოვიან, რომელიც უკრაინას ახლა ძალიან სჭირდება.
„პარლამენტი საბჭოს ბიუჯეტის გამოყოფაზე უარს ამბობს იქამდე, სანამ ევროპული საბჭო უკრაინის მხარდაჭერას დამატებითი Patriot-ის სარაკეტო სისტემებით არ გადაწყვეტს!“, – წერს გი ვერჰოფსტადტი X-ზე.
ვერჰოფსტადტის მოწოდებას მხარი 515-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 62 იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია