ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1350-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების პროცესი დაიწყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1350-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების პროცესი დაიწყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1350-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 1107 საჯარო მოხელესა და დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ 246 თანამშრომელს აცნობა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს ოფიციალურად 120 დღის შემდეგ გაათავისუფლებს, ხოლო საჯარო მოხელეებს 60 დღის შემდეგ.
„დეპარტამენტი შიდა ოპერაციების ოპტიმიზაციას ახდენს, რათა ყურადღება დიპლომატიურ პრიორიტეტებზე გაამახვილოს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში.
გამოცემის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 3000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.