ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1300-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1300-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 1300-ზე მეტ თანამშრომელს გაათავისუფლებს. ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით “ესოშიეითედ პრესმა” გაავრცელა.
როგორც საქმესთან დაკავშირებულმა წყარომ გამოცემას უთხრა, დიპლომატიური უწყება გათავისუფლების შესახებ წერილს იმ 1,107 საჯარო მოხელეს და დიპლომატიური სამსახურების 246 თანამშრომელს უგზავნის, ვინც შეერთებულ შტატებში მსახურობს.
სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს ოფიციალურად 120 დღეში გაათავისუფლებს, საჯარო მოხელეებს კი 60 დღის შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.