აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარკო რუბიო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით თანამშრომლობის მიმართ ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე, რუბიომ და კუპერმა ახლო აღმოსავლეთსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
„სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვეს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის აუცილებლობას და თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.