აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ვეხმარებით უკრაინელებს და გავაგრძელებთ მათ დახმარებას – ვზრუნავთ, რომ ჰქონდეთ ის, რაც სჭირდებათ

ვიყავით და ვრჩებით უკრაინის უდიდესი მხარდამჭერები, ჩვენ ვზრუნავთ ამ ადამიანებზე, ვზრუნავთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ის, რაც სჭირდებათ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.
მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაპაუზება იყო ყველა იმ იარაღისა და დახმარების სტანდარტული მიმოხილვის ნაწილი, რომელსაც აშშ აწვდის მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და რეგიონს და არა მხოლოდ უკრაინას.
„ასე რომ, ჩვენ მათ ვეხმარებით და გავაგრძელებთ დახმარებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა