აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი. დარჩენის შემთხვევაში კი თავი შეიკავონ სოციალური ქსელების გამოყენებისგან.
Fox News -ის ინფორმაციით, სახდეპმა განაახლა რუსეთში მოგზაურობის აკრძალვის გაფრთხილება და 31 დეკემბერს ხელახლა გამოსცა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ არსებობს პრეცედენტი, როდესაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ამერიკელები ყალბი ბრალდებებით დააკავეს და სანდო მტკიცებულებების გარეშე გაასამართლეს.
ტურისტები, რომლებიც რუსეთში წასვლას გადაწყვეტენ, მზად უნდა იყვნენ გაურკვეველი ვადით დაკავების რისკისთვისაც - წერია დოკუმენტში.
„რუსეთში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა დატოვონ ქვეყანა დაუყოვნებლივ. რუსი მაღალჩინოსნები ხშირად უსაფუძვლოდ კითხავენ და ემუქრებიან ამერიკელ მოქალაქეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.