აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ელ-რიადში მხარეები მაღალი დონის გუნდების შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლებიც „უკრაინაში კონფლიქტის სწრაფად დასასრულებლად მუშაობას ძალიან მალე დაიწყებენ“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ლავროვი მაღალი დონის გუნდების ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ, რომლებიც იმუშავებენ “უკრაინაში კონფლიქტის ისე დასრულებაზე, რაც გამძლე, მდგრადი და ყველა მხარისთვის მისაღები იქნება”.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ტემი ბრიუსი ავრცელებს.
“პრეზიდენტ ტრამპს მკვლელობების დასრულება სურს; შეერთებულ შტატებს მშვიდობა სურს და მსოფლიოში თავის ძალას ქვეყნების დასაახლოებლად იყენებს. პრეზიდენტი ტრამპი მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია უკრაინა და რუსეთი ამაზე დაითანხმოს.
ჩვენ შევთანხმდით:
ჩამოვაყალიბოთ საკონსულტაციო მექანიზმი, რათა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გამაღიზიანებლებზე ვიმუშაოთ იმ მიზნით, რომ საჭირო ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი შესაბამისი დიპლომატიური მისიების ოპერირების ნორმალიზებისთვის.
დავნიშნოთ შესაბამისი მაღალი დონის გუნდები, რათა მუშაობა დავიწყოთ უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად და ისე დასრულებაზე, რაც გამძლე, მდგრადი და ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.
საფუძველი გავუყაროთ სამომავლო თანამშრომლობას ორმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესების საკითხებზე და ისტორიულ ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულებისგან გაჩნდება.
დღევანდელი შეხვედრების მხარეები პირობას დებენ, რომ ჩართულები დარჩებიან რათა უზრუნველყონ, რომ პროცესი დროულად და პროდუქტიულად წავა წინ.
ერთი სატელეფონო ზარი, რომელსაც ერთი შეხვედრა მოყვა, საკმარისი არ არის გამძლე მშვიდობის ჩამოსაყალიბებლად. უნდა ვიმოქმედოთ და დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა