აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ტარიფები უკანონოდ ცნო - The New York Times

აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და მის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოდ გამოაცხადა, იტყობინება The New York Times.
მოსამართლეთა კოლეგიამ დაბლოკა მისი გადაწყვეტილება ჩინეთისა და აშშ-ის სხვა სავაჭრო პარტნიორებისთვის ზოგიერთი ტარიფის დაწესების შესახებ.
მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტის სტრატეგია მის უფლებამოსილებას აღემატებოდა, ამ ფაქტმა გლობალური სავაჭრო ომი გამოიწვია და მათთვის უზარმაზარი ფინანსური ზარალი აღმოჩნდა.
ტრამპის ადმინისტრაციამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ Dow-ს ფიუჩერსები თითქმის 1.1%-ით, S&P 500-ის ფიუჩერსები 1.4%-ით, ხოლო Nasdaq-ის ფიუჩერსები 1.6%-ით გაიზარდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.