ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები დროებით აღადგინა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები დროებით აღადგინა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მასშტაბური ტარიფები დროებით აღადგინა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ ტარიფები დაბლოკა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში მდებარე სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ აჩერებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით და მოსარჩელეებს პასუხის 5 ივნისამდე, ადმინისტრაციას კი 9 ივნისამდე წარდგენა დაავალა.
შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) ფარგლებში 2 აპრილს გამოცხადებული გლობალური ტარიფების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.
სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთზე დაწესებულ 30%-იან ტარიფებს, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ზოგიერთ საქონელზე დაწესებულ 25%-იან ტარიფებსა და აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ 10%-იან უნივერსალურ ტარიფებს აჩერებს, თუმცა ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში რჩება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.