ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის საელჩო უაით ტოლკესა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო უაით ტოლკესა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო უფროსი მრჩევლის უაით ტოლკესა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისშეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ შეხვედრა აშშ-საქართველოს ურთიერთობების განხილვის მიზნით შედგა.
ამასთან, განცხადებაში აღინიშნება, რომ აშშ-მა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი.
„დღეს, ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკე აშშ-საქართველოს ურთიერთობების განხილვის მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკის ინტერესების განვითარების მიზნით, საქართველოსთან მისი მიდგომის გადახედვას აგრძელებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.