ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გზების დეპარტამენტი აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გზების დეპარტამენტი აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებულია არსებული (ისტორიული) მეწყერი და დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება აკრძალულია 2022 წლის ივნისიდან. ამ ეტაპზე, მეწყერი ისევ აქტიურ დინამიკაშია მოსული. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტად განისაზღვრა დროებითი გზის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების მინიმალურ უსაფრთხოებას. პარალელურად, გრძელდება გეოლოგიური კვლევები და მუდმივი მონიტორინგი, რის საფუძველზეც დაიგეგმება გზის საბოლოო გამაგრება და სრულყოფილი რეაბილიტაცია.ადგილზე იმყოფებიან, დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული გზის აღდგენა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა", - ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო: ჯიმშერ არაბული

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.