არქივი8 აპრილი, 2024, 14:34
აშშ-ის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს
აშშ-ის საელჩო საქართველოში ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. განცხადებას საელჩო X-ზე ავრცელებს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველა დაშავებულს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 7 აპრილს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.