აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ირანთან კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ირანთან კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
🔴 ის გახდა ისტორიაში პირველი პირველი ლედი, რომელმაც უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა. უშიშროების საბჭომ შეხვედრა მოიწვია თემაზე „ბავშვები, ტექნოლოგია და განათლება კონფლიქტის დროს“, რომელსაც მელანია ტრამპი თავმჯდომარეობდა.
💬 “მშვიდობა… არ უნდა იყოს მყიფე. მდგრადი მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც ცოდნა და გაგება სრულად დაფასდება ყველა საზოგადოებაში. ერის ლიდერების მიერ განათლებისთვის მინიჭებული ღირებულება აყალიბებს მათი ქვეყნის რწმენის სისტემის ბირთვს.
ინტელექტზე დაფუძნებულ კულტურაში გაზრდილი ბავშვები ავითარებენ ინოვაციებს, აშენებენ, კონკურენციას უწევენ და ინარჩუნებენ ღირებულებებს. მათი ცოდნა ხელს უწყობს სხვების მიმართ თანაგრძნობას, გადალახავს გეოგრაფიას, რელიგიას, რასას, სქესს და ადგილობრივ ნორმებსაც კი. ისინი მზრუნველ ადამიანებად ყალიბდებიან
მაგრამ უმეცრებაზე დაფუძნებულ კულტურაში გაზრდილი ბავშვები გარშემორტყმულნი არიან არეულობით და ზოგჯერ კონფლიქტითაც კი…
როდესაც ერი ზღუდავს აზროვნებას, ის ზღუდავს საკუთარ მომავალს…” | თქვა აშშ-ის პირველმა ლედიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება