აშშ-ის მიერ ჩინურ იმპორტზე დაწესებული ტარიფის ახალი კოეფიციენტი 145%-ია – თეთრი სახლი

ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფის ახალი ეფექტიანი მაჩვენებელი ახლა 145%-ია ნაცვლად 125%-ისა, როგორც ადრე იყო გამოცხადებული.
მის შესახებ CNBC-ი თეთრი სახლზე დაყრდნობით იუწყება.

ცნობაში აღნიშნულია, რომ ოთხშაბათს, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჩინეთისთვის საიმპორტო ტარიფის 84% – დან 125% – მდე გაზრდის შესახებ , ეს შეეხებოდა დამატებით განაკვეთს, რომელიც არ ითვალისწინებდა ჩინეთისთვის უკვე მოქმედ “საბაზისო” 20%-იან განაკვეთს. CNBC-ის მიერ ციტირებული თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ორივე განაკვეთი უნდა შეიკრიბოს ჩინეთის მიმართ მოქმედი საბაჟო ტარიფის მისაღებად.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ 125%-მდე ზრდის სავაჭრო ტარიფზე ყველა ჩინურ საქონელზე. მან თავისი გადაწყვეტილება განმარტა “უპატივცემულობით, რომელსაც ჩინეთი ავლენს გლობალურ ბაზრებთან მიმართებით.”
დონალდ ტრამპის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში დაუყოვნებლივ შევა.

“რაღაც მომენტში, იმედია უახლოეს მომავალში, ჩინეთი მიხვდება, რომ მიუღებელია შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების გაყვლეფა”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში Truth-ში.
იმავდროულად დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ 90 დღით გადადოს 70-ზე მეტი ქვეყნების მიმართ დამატებითი ტარიფების შემოღება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?