ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფები დღეიდან შედის ძალაში (bm.ge)

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფები დღეიდან შედის ძალაში (bm.ge)

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ახალი 10%-იანი ტარიფი დღეიდან, 5 აპრილიდან ამოქმედდა.
ახალი ტარიფი არ ნიშნავს, რომ საქართველოს სრულ ექსპორტზე დაუწესდა აღნიშნული ტარიფები, რადგანაც აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თან ახლავს გამონაკლისების ვრცელი სია. სიაში შედის ფეროშენადნობებიც, რაც აშშ-ში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. კერძოდ, 2024 წელს აშშ-ში საქართველოს $141-მილიონიან ექსპორტში $90 მილიონი დოლარი, ანუ 64% სწორედ ფეროშენადნობებზე მოდიოდა. თუმცა, საგამონაკლისო სიაში არ შედის მაგალითად ღვინო, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია აშშ-ში.
იმისთვის, რომ უფრო უკეთ შეგვექმნას წარმოდგენა იმაზე, თუ რა გააქვს საქართველოს აშშ-ში გასაყიდად, გთავაზობთ, TOP-10 პროდუქტს, რაც 2024 წელს საქართველომ აშშ-ში გაიტანა ექსპორტზე:
· ფეროშენადნობები - 90,2 მლნ აშშ დოლარი
· მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 8,4 მლნ აშშ დოლარი
· საფრენი აპარატების ნაწილები - 7,2 მლნ აშშ დოლარი
· ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7,1 მლნ აშშ დოლარი
· წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - 5,3 მლნ აშშ დოლარი
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 4,6 მლნ აშშ დოლარი
· ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 2,7 მლნ აშშ დოლარი
· ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1,8 მლნ აშშ დოლარი
· მინერალური და მტკნარი წყლები - 1,6 მლნ აშშ დოლარი
· სამშენებლო ნაწარმი ხისა - 1,1 მლნ აშშ დოლარი.
შეგახსენებთ, ტრამპის ახალი ტარიფები საქართველოს გარდა, კიდევ 180-ზე მეტ ქვეყანას შეეხო.
წყარო: bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.