-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა – ზელენსკი

აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, -ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ბრძანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა.
„ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ინსტიტუტი არსებობს, რომლებსაც აშშ ადრე მხარს უჭერდა. მხოლოდ იმის შესახებ შემიძლია საუბარი რაც შეიძლება უკრაინამ დაკარგოს. მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული და ეს არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების დროებით შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია