აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. სენატმა მხარი არ დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად.
აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო საჭირო იყო, სულ მცირე, 60 ხმა.
როგორც „როიტერი” წერს, ამან შესაძლოა, დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა სერვისი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ე.წ. „შათდაუნის” შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ ფედერალურ მოხელეს გაათავისუფლებს.
„ბევრს დავითხოვ, ისინი დემოკრატები იქნებიან“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც „როიტერი” წერს, 1981 წლიდან კონგრესმა 15-ჯერ შეაჩერა მთავრობის მუშაობა. ბოლო „შათდაუნი” 2018-2019 წლებში 35 დღე გაგრძელდა და ეს აშშ-ის ეკონომიკას სამი მილიარდი დოლარი დაუჯდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!