აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
პენტაგონის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი 12 თებერვალს, ბრიუსელში გასამართ ნატო-ს თავდაცვის მინისტრებისა და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.
„უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს, მდივანი უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. ასევე, უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით ევროპის ლიდერობის გაძლიერების აუცილებლობას ხაზს გაუსვამს“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიასა და პოლონეთსაც ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!