აშშ-ის თავდაცვის მდივანი - ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი - დროა, მოკავშირეებმა გამოწვევას უპასუხონ

ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენი ვალდებულება ნათელია: ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი. დროა, მოკავშირეებმა გამოწვევას უპასუხონ“, - წერს პიტ ჰეგსეტი.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მივიდა, სადაც დღეს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი უხელმძღვანელებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.