ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კამპუსში ახალი სივრცის გახსნას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე დაესწრო

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კამპუსში ახალი სივრცის გახსნას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე დაესწრო

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ კამპუსში სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის არაფორმალური შეხვედრების, განტვირთვისა და დასვენებისთვის ახალი სივრცე გაიხსნა.
უნივერსიტეტში აღნიშნული მულტიფუნქციური სივრცის გახსნას სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე დაესწრო. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე მოინახულა ახლად გახსნილი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების კომპლექსი, სასწავლო ინფრასტრუქტურა, სპორტული და რეკრეაციული ზონები და უშუალოდ გაეცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ფართოდ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და განათლების სფეროს მნიშვნელოვან ინსტიტუციებთან, აქტიურად ახორციელებს გაცვლით პროგრამებს და ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საგანმანთლებლო ინიციატივების გაძლიერებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.