პრემიერი – ოპოზიცია ატყუებდა მხარდამჭერებს და არჩევნების შედეგების არაღიარებით უწევთ თავის მართლება მათთან და ანგარიშის ჩაბარება პატრონებთან – საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ყველაფერი უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე იყო 4 წლის წინ

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს და მარცხს, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს არჩევნების არაღიარებით თავს იმართლებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ასევე „ანგარიში აქვს ჩასაბარებელი პატრონებთან“, ქვეყნის გარეთ.
„ჩვენ არა მხოლოდ განვიხილავდით, არამედ ამაზე საჯაროდ ვსაუბრობდით და არაერთხელ გვითქვამს ის, თუ როგორი იყო ჩვენი პროგნოზი ოპოზიციის ქცევასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ისინი გაიმეორებდნენ ზუსტად იმავეს, რასაც აკეთებდნენ 4 წლის წინ. საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა. ჩვენ წინასწარ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, იმის გათვლა, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს, მარცხს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს, ამ არაღიარებით უწევთ თავის მართლება იმ ტყუილისთვის, რომელსაც ეუბნებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს არჩევნებამდე. გარდა ამისა, მათ ჰყავთ საკუთარი პატრონები ქვეყნის გარეთ და მათთანაც უწევთ ანგარიშის ჩაბარება. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ყველაფერი უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. მაშინ გახსოვთ, რომ იყო მოლაპარაკებები, იყო აპრილის შეთანხმება,”- განაცხადა პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება