ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეებმა შეძახილებით „არა რუსულ კანონს“ ბათუმის მთავარი შესავლელი გადაკეტეს

„არა რუსულ კანონს“ - ამ შეძახილებით ბათუმის მთავარი შესავლელი აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს. სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
აქციის მონაწილეების თქმით, “ქართული ოცნება” ვალდებულია, რომ ხალხის ხმა გაიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი უფრო მასშტაბური იქნება.
აქციაზე ისმის საქართველოს ჰიმნი.
ბათუმის მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტიდან, ბათუმის მთავარ შესასვლელამდე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.