არქივი14 მაისი, 2025, 21:53
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, უწყვეტი პროტესტის 168-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ ტერიტორია დატოვა.
ასევე, აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.
მანამდე, პარლამენტის მიმდებარედ, საავტომობილო გზის ორივე მხარეს პოლიციის კორდონი იდგა.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.