არქივი9 მაისი, 2025, 22:38
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 163-ე დღესაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
„ევროპის მოედანზე“ შეკრებილების ნაწილმა რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით გადაინაცვლა.
მათ ევროპის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე განაცხადეს, რომ უწყვეტი პროტესტი რუსთაველის გამზირზე დღესაც უნდა გაიმართოს.
მოქალაქეების უცვლელი მოთხოვნებია: აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.