არქივი2 სექტემბერი 2025, 19:37
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეების ნაწილი შეკრებილია პარლამენტის შენობის წინ, ნაწილი - რუსთაველის თეატრთან.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, “ცეცხლი ოლიგარქიას!”.
პარლამენტთან შეკრებილების ნაწილმა თავდაპირველად თეატრალურ უნივერსიტეტთან გადაინაცვლა, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ ისინი რუსთაველის თეატრთან მივიდნენ, სადაც გზა გადაკეტეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.