ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გადაინაცვლეს

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 280-ე დღე მიმდინარეობს.
პარლამენტთან შეკრებილებს პროტესტის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე იყვნენ შეკრებილები. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მარშით მივიდნენ.
მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ხმაურითა და შეძახილებით აპროტესტებდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს , დეპუტატებსა და მინისტრებს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა. ისინი სკანდირებენ: “ბოლომდე, ბოლომდე!”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.