არქივი25 აპრილი, 2024, 19:21
აქციის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნდნენ - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
აქციის მონაწილეები მსვლელობის შემდეგ კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირი დღეს უკვე მეორედ გადაკეტეს.
მანამდე ისინი მსვლელობით ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო შემდგომ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ.
“საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.