ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - შეკრებილები გეგმავენ, ახლა წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - შეკრებილები გეგმავენ, ახლა წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ

რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით - „შევხვდეთ ახალ წელს ერთად!” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებითა და საახალწლო ატრიბუტებით შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილია საახალწლო სუფრა.
ოგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტთან 00:00 საათამდე დარჩებიან და ერთად შეხვდებიან ახალ წელს. საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.