არქივი1 მაისი, 2024, 17:09
აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე შეკრებილები თბილისის ქუჩებში მშვიდობიან მსვლელობას აანონსებენ – ამის შესახებ აქციაზე შეკრებილებს რატი ამაღლობელმა მიმართა.
როგორც ამაღლობელი ამბობს, დემონსტრანტები ორ ნაწილად გაიყოფიან – ერთი ნაწილი პირველ სკოლასთან, მეორე კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბება და ამის შემდეგ მსვლელობას დაიწყებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.