ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

მოგმართავთ მოსამართლეებს, მიბაძეთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ქართველი ხალხის გვერდით არიან, - ასე მიმართავენ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც დაკავებულთა გასამხნევებლად მივიდნენ.
მოქალაქეები სასამართლოს მიმართავენ და საპროტესტო აქციაზე დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
“სამართალდამცავებს ვთხოვთ, რომ გაათავისუფლონ გზა, მსვლელობას ჭავჭავაძის ქუჩაზე ვგეგმავთ. დეფაქტო ხელისუფლება ვერ შეაშინებს აქ შეკრებილებს, მოპარული არჩევნებით არალეგიტიმურები არიან. ჩვენი გზა მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია”, - აცხადებენ სასამართლოსთან შეკრებილები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.