არქივი30 აპრილი, 2024, 19:55
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
სპეცრაზმმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა დაიწყო - მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ასევე, რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.
ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა. დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან მხოლოდ 3 განიხილეს. განხილვა ხვალ გაგრძელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.