ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის დაშლისას ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ, ხელს უშლიან მუშაობაში

აქციის დაშლისას ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ, ხელს უშლიან მუშაობაში

· მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი - მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, მას წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა.
· ტვ პირველის ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი; ტელეკომპანიის ცნობით, მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა.
· „ფორმულის“ ცნობით, ტვ პირველის ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა.
· კიდევ ერთი ოპერატორი, ტვ პირველის თანამშრომელი გიორგი შეწირული დაშავდა ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გაშვებისას.
· „ნეტგაზეთის“ ცნობით, დაშავდა მათი ჟურნალისტი, გივი ავალიანი - მას წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელებმა.
· „მედიაჩეკერის“ ცნობით, პოლიციამ „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყანა - პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.