ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმე დასკვნით ეტაპზეა

აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმე დასკვნით ეტაპზეა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმე დასკვნით ეტაპზეა.
დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, ელგუჯა ავსაჯანიშვილი და ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე წარმოთქვამენ. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.