ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე განაჩენი 2 სექტემბერს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. სწორედ ამ დროს უნდა გამოაცხადოს მოსამართლე ნინო მჭედლიშვილმა განაჩენი. ის სათათბიროდ 27 აგვისტოს გავიდა.
ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. პროკურატურა როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ასევე, მასში მონაწილეების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ დაკავებულების ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დააყენეს.
ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.