აქციებზე დაკავებული 8 პირის მოსამართლე მურუსიძის ცოლის ახლო მეგობარია – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, აქციებზე დაკავებულთა საქმეების განმხილველი მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი ე.წ. სასამართლოს კლანთანაა დაკავშირებული.
მათივე ინფორმაციით ის “კლანის” ერთ-ერთ ლიდერად მოაზრებული, არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძის ცოლის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია. თავად მჭედლიშვილი ლიეტუვის მიერაა სანქცირებული.
თამარ მჭედლიშვილი განიხილავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებით დაკავებული 8 პირის – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გორგაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეს. ასევე, ნარკოდანაშაულში ბრალდებული, 22 წლის თედო აბრამოვის საქმესაც.
მანვე განიხილა ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმე და პოლიტიკოსი პატიმრობაში დატოვა.
მჭედლიშვილი სასამართლო სისტემაშია 2001 წლიდან, 2005 წლიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმიანობს, თუმცა მოსამართლედ 2021 წელს დაინიშნა. 2022 წლიდან მჭედლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლეა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ხორგუანი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – ეს არის დაშინების მცდელობა – ხელისუფლებას სჭირდება, რომ ხალხი პრობლემებზე არ ლაპარაკობდეს, დაშინების კარგი შესაძლებლობა კი არის, რომ დასაჯო ის, ვინც ხმამაღლა საუბრობს, რათა სხვები გაჩუმდნენ

Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სცადა, დაჰკავშირებოდა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შენობის მფლობელებს, თუმცა არც ერთ მცდელობას პასუხი არ მოჰყოლია