ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციაზე ნაცემ ქაცარავას აქეთ ასამართლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე ნაცემი დავით ქაცარავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დავით ქაცარავას საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს.
დავით ქაცარავა, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სავარაუდოდ სამართალდამცველებმა სცემეს, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.
სასამართლოზე ორი პოლიციელი მოწმის სახით გამოიკითხება, ერთი როგორც დამკავებელი, მეორე კი ფაქტის შემსწრე.
მიუხედავად იმისა, რომ ქაცარავა 14 მაისს გამართულ აქციაზე დააკავეს, სამართალდარღვევის ოქმი 2 ივლისსაა შედგენილი. ამასთან, შსს-ს საქმის მასალებში ვიდეოკადრები არ აქვს წარდგენილი.
დავით ქაცარავას დაცვის მხარის მოწმე იქნება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 14 მაისს მასთან ერთად იყო. საქმეს ასევე დაერთვება ტელევიზიით გავრცელებული კადრები.
14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქაცარავა პირდაპირ ეთერში, იმ დროს დააკავეს, როცა პოლიციელებთან კომუნიკაციას ცდილობდა. რამდენიმე პოლიციელი კორდონიდან გამოვარდა და აქტივისტი, რომელიც მათ ესაუბრებოდა, ძალით შეათრიეს თავის რიგებში.დაკავების მომენტში მას სახეზე დაზიანებები არ ეტყობოდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ცოლს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერაციამდე გადაღებულ ფოტოშიც ჩანდა მძიმე დაზიანებები, რაც მას მიაყენეს.დავით ქაცარავამ კლინიკაში ყოფნისას თქვა, რომ პოლიციელებმა დაკავების შემდეგ ოთხჯერ სცემეს ნახევარი საათის განმავლობაში. ცემისას გამოიყენეს ხელთათმანებით, რომელსაც თითებთან გამონაზარდები აქვს და ფაქტობრივად, ე.წ. კასტეტის ფუნქციას ასრულებს. შემდეგ გადაუღეს სურათები და მისი თქმით, სავარაუდოდ დამკვეთებს გადაუგზავნეს.ქაცარავა არ არის ერთადერთი აქტივისტი, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების განმავლობაში სცემეს პოლიციელებმა აქციაზე, ან ნიღბიანმა ე.წ. ტიტუშკებმა სახლებთან ჩასაფრების შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.