სპეცრაზმის ნაცემ ელისაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელსაც 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შსს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
როგორც დეპუტატის ინტერესების დამცველი გიორგი რეხვიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, უწყება ელისაშვილს სწორედ მისი ცემის დღეს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166. 173 მუხლები).
ელისაშვილის ინტერესების დამცველი აღნიშნავს, რომ 17 აპრილის შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 9 ივლისსაა შედგენილი, პროცესი კი სასამართლოში დღეს, 11 ივლისს 12:00 საათზეა დანიშნული:
„შსს-სგან ჩვენ მოვითხოვთ ყველა მტკიცებულება წარმოადგინონ, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მათ უნდა დაგვიმტკიცონ რომ რეალურად მოხდა ეს ფაქტები. ალეკოს მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა,“ — ამბობს ელისაშვილის ინტერესების დამცავი.
ელისაშვილის მსგავსად, პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან ასევე სპეცრაზმის მიერ ნაცემ დავით ქაცარავასაც. ქაცარავას, რომელიც 14 მაისს რუსთაველის გამზირზე დაკავებისას სასტიკად სცემეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 2 ივლისს შეუდგინეს, შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: აქციაზე ნაცემ ქაცარავას აქეთ ასამართლებენ

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო