აქციაზე ნაცემი და დაკავებული ზვიად რატიანი 8-დღიან პატიმრობაში დატოვეს

აქციაზე ნაცემი და დაკავებული პოეტი ზვიად რატიანი 8-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღო.
როგორც პროცესზე მისული მოქალაქეები ამბობენ, სასამართლო პროცესი მცირე დარბაზში ჩატარდა, რის გამოც სასამართლოში მისულთა ნაწილმა პროცესზე შესვლა ვერ შეძლო.
ზვიად რატიანი 28 ნოემბერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებისას მას სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება