არქივი2 დეკემბერი, 2024, 02:50
უფლებები საქართველო: აქციაზე დაკავებული, ნაცემი მოქალაქის მდგომარეობა სასამართლოზე გაუარესდა

ორგანიზაცია უფლებები საქართველოს ცნობით, აქციაზე დაკავებული მოქალაქე, რომლის სასამართლოც 2 დეკემბრის 00:30 საათამდე მიმდინარეობდა, პროცესზე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ორგანიზაციის ცნობით, დაკავებული და ნაცემი ა.ტ აცხადებდა, რომ ჰქონდა თავის ტკივილი, თუმცა იზოლატორის თანამშრომლებმა არ უზრუნველყვეს მისი კლინიკაში გადაყვანა.
დაკავებულის ინტერესებს უფლებები საქართველო იცავს. ის 30 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისას დააკავეს და ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.