არქივი8 სექტემბერი, 2025, 16:56
აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქტივისტებს - რუსუდან და ნუცა მაღრაძეებს 4000-4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტები - რუსუდან და ნუცა მაღრაძეები სასამართლომ სამართალდამრღვევებად სცნო.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.
მათი სასამართლო პროცესები სხვადასხვა დღეს არის დანიშნული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.