არქივი8 სექტემბერი, 2025, 17:25
რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქტივისტს, ლაშა დგებუაძე 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული აქტივისტი ლაშა დგებუაძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით დგებუაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000- ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.
მათი სასამართლო პროცესები სხვადასხვა დღეს არის დანიშნული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.