არქივი16 დეკემბერი, 2024, 20:54
აქტივისტ ნიკო მანაგაძეს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა გამოიტანა.
ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით 2 დღის წინ დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.