ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ლაშა გოგებაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ლაშა გოგებაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაშა გოგებაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
მის მიმართ წვრილმან ხულიგნობაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, სამართალდამრღვევად მხოლოდ პოლიციელის დაუმორჩილებლობის ნაწილში იქნა ცნობილი.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა დროს დაკავებული მომიტინგეების ადმინისტრაციული პროცესები სხვადასხვა მოსამართლემ განიხილა.
"წიგნების თაროს" მონაწილე ნიკა სვანიძე ნაწილობრივ ცნო სამართალდამრღვევად და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. თორნიკე ბერიშვილს, დავით ოქრუაშვილს და ბეატრის გაზდელიანსაც სასამართლომ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ცნობისთვის, ნაწილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, ნაწილს 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.