პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს

აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს

პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ. ბაჯელიძე ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვიდეოდან ირკვევა, რომ პროკურატურის წარმომადგენლები მის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ.
ჩხრეკა ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებშიც.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.