აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა – პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს

აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა – პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს.
როგორც აქტივისტმა, მარიამ ბაჯელიძემ აღნიშნა, მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.
„დილით, დაახლოებით 9-ის წუთებზე კარებზე ბრახუნით მოვიდნენ. ბავშვთან ერთად ვიყავი. რომ ვიკითხე ვინ იყვნენ, მითხრეს მეზობელი ვარ. 4 ადამიანი იყო, სამხრე კამერები რომ ჰქონდათ ჩართული დავინახე. მითხრეს, რომ პროკურატურიდან იყვნენ და ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. შემოვიდნენ და ჩამომართვეს მობილური ტელეფონი, მითხრეს, რომ გადაღების უფლება არ მქონდა“,-აღნიშნა ბაჯელიძემ.
პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)