არქივი16 ივლისი, 2025, 15:38
აქტივისტი თათია აფრიამაშვილი 21 მარტს პარლამენტთან მომხდარ ფაქტზე, მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება მიმდინარე წლის 21 მარტს მომხდარ ინციდენტს, როდესაც პარლამენტთან 3 პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავსუფლეს.
აქტივისტების განცხადებით, მათ ადგილზე შეკრებილებისთვის სკამების მიტანა სურდათ, რასაც პოლიცია შეეწინააღმდეგა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.