თათია აფრიამაშვილი: რას აპირებთ? რამდენი ადამიანი უნდა დავიტრამვოთ საყვარელ ადამიანებთან განშორებით, რომ თქვენც იგრძნოთ პასუხისმგებლობა?

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ხვალ, 12:00-ზე ისევ სასამართლო მაქვს, და დიდი ალბათობით ისევ პატიმრობას მოითხოვენ.
მე კი მკიდია და „გამიტრუხდა“ ეს იზოლატორში შესვლა-გამოსვლა, მაგრამ რას აპირებთ? რამდენი ადამიანი უნდა დავიტრამვოთ საყვარელ ადამიანებთან განშორებით, რომ თქვენც იგრძნოთ პასუხისმგებლობა? მარტო ჩემია ეს ქვეყანა? ან მარტო იმ 300 კაცის, ვინც სულ ჩანს რუსთაველზე?
თქვენ აქ გინდათ ცხოვრება? ქვეყანაში, სადაც 20 წლის გოგო მეორედ ვემზადები იზოლატორში მოსახვედრად? მომბეზრდა ხვეწნა, რომ გაიღვიძოთ. ქოცებს იმსახურებთ და გყავთ კიდეც“

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე